სკოლის ფსიქოლოგი ეხმარება მოსწავლეებს ფსიქოლოგიური, ქცევითი, საგანმანათლებლო და ემოციური პრობლემების გადაჭრაში, შემატებულ მოსწავლეებს ასევე ახალ მოსულ ბავშვებს სკოლასთან, კლასთან, მასწავლებლებთან ადაპტირებაში. ამისათვის ფსიქოლოგი მუდმივ რეჟიმში ატარებს მოსწავლეებთან ტესტებს, ტრენინგებს, შეისწავლის მათ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, ავლენს ფარულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ეხმარება ბავშვებს მათ აღმოფხვრაში. ფსიქოლოგი იყენებს ტესტების ბატარეას, რათა განსაზღვროს ბავშვის ინტელექტუალური, ფუნქციონალური და შემეცნებითი პოტენციალი. იგი თანამშრომლობს ოჯახთან, ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან მოსწავლეებისთვის ჯანმრთელი და დაცული გარემოს შესაქმნელად.
ფსიქოლოგი არის მნიშვნელოვანი ფიგურა მოსწავლის ცხოვრებაში. სკოლის ფსიქოლოგი პედაგოგებთან ერთად მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეთათვის აღმზრდელობითი პროგრამების შემუშავებაში, რათა შეიქმნას სწორი გარემო სასწავლო-აღმზრდელობითი მიზნების განსახორციელებლად.