თბილისის საერთაშორისო სკოლა დიდ დიღომში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს. სკოლის სასწავლო პროგრამები გამდიდრებულია უახლესი ევროპული და ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტებითა და სწავლების მეთოდებით.
სკოლის აკადემიური პროგრამის შემადგენელი ნაწილია მომზადება საერთაშორისო ტესტებისათვის, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სწავლის გაგრძელება ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.
სკოლაში არცერთ მოსწავლეს არ სჭირდება რეპეტიტორი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად. საჭიროების შემთხვევაში, სწავლება ინდივიდუალური პროგრამით ხორციელდება.
თბილისის საერთაშორისო სკოლა ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალური პარტნიორია. ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებული პროგრამის შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ემზადებიან და ყოველწლიურად აბარებენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდებს. პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო სკოლის პედაგოგები პროფესიული განვითარების მიზნით, ყოველწლიურად გადიან ბრიტანეთის საბჭოში კემბრიჯის ინგლისური ენის მოდულებს.
ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი პროფესიონალებისგან, რომლებიც მოსწავლეებს თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიებით უვითარებენ ცოდნასა და უნარებს.
ჩვენ გთავაზობთ ინგლისური და რუსული ენების გაძლიერებულ პროგრამას, რაც მოიცავს კემბრიჯის გამოცდებისთვის მომზადებას, დამატებით კი სწავლას გერმანულ, ფრანგულ და ჩინურ ენებში.
სკოლა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური რესურსებით, ეკოლოგიურად სუფთა და კეთილმოწყობილი გარემოთი. უსაფრთხოების სისტემები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა დაცვას.
ჩვენი გაღრმავებული პროგრამები ხელს უწყობს მოსწავლეებს როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებებით საკუთარი პოტენციალის განვითარებაში.
ფეხბურთი, კალათბურთი, კარატე და სხვა სპორტული აქტივობები, ასევე ხელოვნების წრეები, როგორიცაა ხატვა, ცეკვა, გიტარა და ქართული ხალხური სიმღერა, საშუალებას აძლევს მოსწავლეებს განავითარონ მრავალმხრივი ტალანტი.
ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი პროფესიონალებისგან, რომლებიც მოსწავლეებს თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიებით უვითარებენ ცოდნასა და უნარებს.
თბილისის საერთაშორისო სკოლის მისიაა ჯანსაღ, უსაფრთხო და კეთილგანწყობილ სასკოლო გარემოში მისცეს მოსწავლეებს განათლება მდგრადი განვითარებისთვის, რათა მათ შეძლონ სხვადასხვა გარემოში ორიენტირება და ადაპტირება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და იმ გამოწვევებისადმი შემოქმედებითი მიდგომა, რომელთაც მათ თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყარო სთავაზობს.
მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის საერთაშორისო სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მომზადებას მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით, განსაკუთრებით – მშვიდობის, ღირსების, პატივისცემის, შემწყნარებლობის, თანასწორობის და სოლიდარობის სულისკვეთებით.