მენიუ

Home » News » სასკოლო კონფერენცია მათემატიკაში

სასკოლო კონფერენცია მათემატიკაში

Facebook
Twitter
LinkedIn
605709977_122232968534262703_1447212410537994812_n
24 დეკემბერს,თბილისის საერთაშორისო სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო კონფერენცია მათემატიკაში, რომელიც ორგანიზებული იყო მათემატიკის კათედრის მიერ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს VIII, X და XII კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში მათემატიკური კვლევითი უნარების განვითარება, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების გაძლიერება და საერთაშორისო აკადემიურ სტანდარტებთან შესაბამისი მუშაობის წახალისება.
კონფერენცაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაშრომები სხვადასხვა მათემატიკურ თემაზე, კვლევები და პრაქტიკული ნამუშევრები, რითაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათემატიკური აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების მაღალი დონე. ნაშრომები ეფუძნებოდა ანალიტიკურ მსჯელობას, პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტასა და კვლევით მიდგომებს. წარმოდგენილი თემები გამოირჩეოდა სიღრმისეული ანალიზით, მსჯელობით და აკადემიური სტანდარტების დაცვით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბილისის საერთაშორისო სკოლა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მათემატიკურ კონფერენციებში, ხოლო მსგავსი შიდა აკადემიური ღონისძიებები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის მოსწავლეთა მომზადებისთვის, კონკურენტული უნარების გაძლიერებისა და საერთაშორისო წარმატებების მისაღწევად.

ბოლო სიახლეები

სიახლეები

დეკემბერი 29, 2025

Christmas All Around the World

სიახლეები

დეკემბერი 28, 2025

პროექტი ,,კვადრატულ ბადეზე”

სიახლეები

დეკემბერი 25, 2025

სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კონფერენცია

სიახლეები

დეკემბერი 25, 2025

საჭადრაკო ამოცანების კონკურსი

სკოლის კათედრები

კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის N1014 ბრძანების, შპს „ქ.თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის“ დებულების, შინაგანაწესისა და ამ დებულების შესაბამისად.

მთავარი მენიუ